საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იქნა გამართული. სხდომაზე დღის წესრიგით განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ;
/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/
2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
/მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა ბინებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე
აღნიშნული საკითხები დამტკიცებულ იქნა ერთხმად.