დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა
მუხლი 7. დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა |
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა განისაზღვრება ერთჯერადად, 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) დევნილის მემკვიდრის მოწმობის ასლი; დ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები; ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები); ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის დადგენილება №2