მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
მუხლი 12. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება- დადგენილება -N 12 |
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება 50-დან 200 ლარამდე ოდენობით გაიცემა: ა) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა აღემატება 65000-ს; ბ) პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა; გ) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ სარგებლობენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა დახმარებით; დ) პირებზე, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები; ე) პირებზე, რომლებიც არიან მწოლიარე ავადმყოფები; ვ) პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ე) სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას; ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. |