ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა
მუხლი 5. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა |
1. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა); ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის დადგენილება №2