სადღესასწაულო დღეების დახმარება
მუხლი 15. სადღესასწაულო დღეების დახმარება |
1. შობა-ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, დახმარება კვების პროდუქტების სახით გაიცემა: ა) მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებზე; ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე; გ) სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული პირებზე; დ) უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე. 2. ბენეფიციარების შერჩევა ხდება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის დადგენილება №2