ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება
მუხლი 8. ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება-დადგენილება N-12 |
1. ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება შეადგენს 200 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
|