უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა
მუხლი 10. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა |
1. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა ერთჯერადად შეადგენს 200 (ორასი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის დადგენილება №2