საკრებულოს ბიუროს სხდომა

25 მარტი, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტერტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ა(ა)იპ - "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსათვის" სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის შესახებ.

4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის სოფელ ჯუმითის მე-3 ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას.

 

გააზიარე