საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩხოროწყუში წინასაახალწლო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

28 დეკემბერი, 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩხოროწყუში წინასაახალწლო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ამ წუთებში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს. საღამოს კი გაიმართება გალა კონცერტი ინსტრუმენტულ ბენდ ნიუტონის” ვოკალურ კვარტეტ "ფორტეს”, თემურ თათარაშვილის, თამუნა ამონაშვილის, მარიტა როხვაძის, თიკა მახალდიანის, ვერიკო ტურაშვილისა და სალომე ბაკურაძის მონაწილეობით.

 

გააზიარე