საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

14 დეკემბერი, 2023

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ვახტანგ ბოხაშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუას, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს. მომდევნო თვეებში რეფორმის ფარგლებში სააგენტო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელს მოიცავს. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. 2022 წლიდან დღემდე აზომილია 641 320 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 503 583 მიწის ნაკვეთზე. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო. შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე, განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule

 

გააზიარე