მერი დევნილ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა

1 იანვარი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ამჯერად ,მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. მერმა მათ შობა – ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. დათო გოგუამ შობა –ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა, ასევე, შშმ პირებს, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, უხუცესებს, საპატიო ჩხოროწყუელებს. ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი საახალწლო ნობათი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფმა, 120–მა ოჯახმა მიიღო.

გააზიარე