დღეს ვაჟთა კატეგორიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა

14 დეკემბერი, 2023

დღეს ვაჟთა კატეგორიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. ღონისძიებაში 9 სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაიმართა.  გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებითა და თასებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვეს. პირველი ადგილის მფლობელი კირცხის # 1 საჯარო სკოლის გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ პირველობაში მიიღებს მონაწილეობას. გუნდს ფორმებითა და ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

 

გააზიარე