დღეს ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების აქცია გაიმართა

19 მარტი, 2024

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,სუფთა რეგიონი″ წელს სოფელი ქვედა ჩხოროწყუ მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კოორდინატორ თამთა ჭითანავას ორგანიზებით, მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების, მოსახლეობის, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. კონკურსის მიზანია, ნარჩენების რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის ხელშეწყობა. შეგახსენებთ, რომ პროექტ ,,სუფთა რეგიონში“ მონაწილეობა სოფელ ლესიჭინემ მიიღო და 2023 წელს ,,სუფთა სოფლის“ სტატუსი მოიპოვა.

 

გააზიარე