დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

21 დეკემბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა, ასევე აინთო ქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო და შეკრებილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საბავშვო ჯგუფ ,,მარგალიტებისა“ და ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ გაიმართა კონცერტი. თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსმა პატარებს საჩუქრები დაურიგეს. ბავშვების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს ასევე ზღაპრის გმირებმა. ღონისძიება მერიის კულტურის,ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. საზეიმო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

გააზიარე