დასრულდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ფესტივალი

7 April, 2024

დღეს, სპორტის საერთაშორისო დღეს, დასრულდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ფრენბურთის მატჩი ვაჟთა შორის, ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის, შვედური ამანათრბენი, ჩემპიონატი შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში, სპორტული შემეცნებითი ვიქტორინა. სპორტულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო და გამარჯვებული გუნდები თასებით, დიპლომებით,მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. ჩხოროწყუ აქტიურად შეუერთდა ასევე ,,თეთრი ბარათის" კამპანიას, რომლის მიზანია სპორტში დადებითი ღირებულებების წახალისება.

 

გააზიარე