ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება

28 დეკემბერი, 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება.

 დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ჩხოროწყუში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.

 საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი გაიმართება გალა კონცერტი ინსტრუმენტულ ბენდ ნიუტონის” ვოკალურ კვარტეტ "ფორტეს” თემურ თათარაშვილის, თამუნა ამონაშვილის, მარიტა როხვაძის, თიკა მახალდიანის, ვერიკო ტურაშვილისა და სალომე ბაკურაძის მონაწილეობით.

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

  •  14:00-14:15 - ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
  •  14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი
  •  14:00-17:30 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადება, საახალწლო ორცხობილების მოხატვა, სახეზე ხატვა, მინი ტილოზე ხატვა
  •  15:00-16:15 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
  •  16:15-16:30 - ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
  •  16:30-17:30 - ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
  •  17:30-19:00 - კონცერტი: ინსტრუმენტული ბენდი "ნიუტონი”, ვოკალური კვარტეტი "ფორტე", თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, მარიტა როხვაძე, თიკა მახალდიანი, ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურაძე
  •  19:00 - საზეიმო ფოიერვერკი

 წამყვანები ია ნინიძე და ზურაბ მანჯავიძე

 ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში

 

გააზიარე