ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

20 ნოემბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

დათო გოგუამ დღეს მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ჭოღას, ნაფიჩხოვოს, თაიასა და მუხურის მოსახლეობას წარუდგინა.

დათო გოგუამ ინფრასტრუქტურის, სოციალური, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

•სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურ -,, ხობი 2“-ის მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია.

•ჰიდროელექტროსადგური 44,5 მეგავატი სიმძლავრის იქნება და წელიწადში 192,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ინვესტიციის ღირებულება 280 000 000 ლარს შეადგენს.

•მიმდინარეობს სოფელ მუხურში ლეჩიქვანეს უბნის საავტომობილო გზის 5კმ იანი მონაკვეთის მოასფალტება. ბიუჯეტი 3 655 250 ლარს შეადგენს.

•მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოასფალტება სოფელ მუხურში 2.2 კმზე .(ქოყოს უბანში.),

•,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

•მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები

•მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარდება ლეგახარეს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 99 ბენეფიციარზე გაცემულია 44952.82 ლარი.

•ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწოფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით ფინანსდება. ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება.

•მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები

•,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

•ლექობალეს უბანში გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 70 ბენეფიციარზე გაცემულია 25752.18 ლარი.

•მიმდინარეობს სოფელ ნაფიჩხოვოს გზის ასფალტო-ბეტონის 4-კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია, პროექტის ბიუჯეტი 2 758 000 ლარია.

•,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

•აშენდება ახალი საჯარო სკოლა.

•,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 103 ბენეფიციარზე გაცემულია 49164.81 ლარი.

•სოფელ თაიაში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 39 ბენეფიციარზე გაცემულია 16623.42 ლარი.

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ხვალ, 21 ნოემბერს, მოსახლეობასთან შეხვედრას ზუმსა და ხაბუმეში გამართავს.

 

გააზიარე