14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი, 2019

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.  დროშები გამოიფინა ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლის ქუჩაზე, ადმინისტრაციულ, ა(ა)იპ-ის და სხვადასხვა ორგანიზაციის შენობებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე.  საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოა. ის საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე იქნა შემოღებული და 2004 წლის 14 იანვრიდან, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევიდა.

გააზიარე