ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პოლიციის დღე აღინიშნა
დღეს ჩხოროწუს მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობის წინ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოლიციის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება მოაწყვეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ, სიტყვით მიმართეს პოლიციელებს და მათ პროფესიული დღე მიულოცეს. სამართალდამცველებს პოლიციის დღე მიულოცეს, ასევე, ღონიძიების ორგანიზატორმა და ვეტერანმა პოლიციელებმა. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიას ინიციატივით, ორგანიზებითა და დაბის #2 საჯარო სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.