ჩხოროწყუში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1 ივნისი, 2018

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ ორგანიზებით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო , რომელმაც ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციისა და ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების" მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის საბავშვო ბაღები შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ. პირველ კლასში წამსვლელებს კი , პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გული ბაძაღუამ საჩუქრები გადასცა.

გააზიარე