უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას –უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა.

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა ერთჯერადად შეადგენს 200  (ორასი) ლარს.
         დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  • ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე;
  • შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო;
  • განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის დადგენილება №1

გააზიარე