ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა
1. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხების გაცემა უნდა მოხდეს დევნილი ვეტერანების ოჯახებზეც;
გ) ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების ერთჯერად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. 9 მაისთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში – მერი) სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);
დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
4. სარიტუალო მომსახურების დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
5.ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების ერთჯერადი დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.