შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატულიმქონე პირთა  და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა სოციალური დაცვა

1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული)  მქონე პირთა და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა  ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) ან დედ-მამით ობლობის სტატუსის  დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                       

ე) მშობლის ან მეურვის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით,

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                      

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

5. შესაბამისი საჭიროების მქონე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.

6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                       

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის  დადგენილება №2

გააზიარე