მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება

მუხლი 12. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. ერთჯერადი ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 200 (ორასი) ლარამდე ოდენობით გაიცემა:

ა) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა აღემატება 65000-ს; ბ) პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა;

გ) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე,  რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ სარგებლობენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა დახმარებით;

დ) პირებზე, რომელთაც ჰყავთ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  შვილები;

ე) პირებზე, რომლებიც  არიან მწოლიარე ავადმყოფები;

ვ) პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ე) სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

 

 

 

 

გააზიარე