ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას –ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება.

 ჩერნობილის აესის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება შეადგენს 200 ლარს. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის  დადგენილება №1

გააზიარე