ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე

7 April, 2023

31 მარტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გულუამ, საკრებულოს წევრებმა, მერიის წარმომადგენლებმა და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა ქალაქის პარკში ყვავილებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.

პირველი პრეზიდენტის სხდოვნას პატივი მიაგეს, ასევე აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოასწვლეებმა და პედაგოგებმა.

მღვდელმა გიორგიმ (ქვარცხავა) ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

გააზიარე