სუფთა რეგიონი 2022

7 April, 2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ,,სუფთა რეგიონი 2022″.

კონკურსის მიზანი გახლდათ გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:

,,სუფთა რეგიონი”

,,სუფთა მუნიციპალიტეტი”

,,სუფთა ქალაქი”

,,სუფთა სოფელი”

,,სუფთა ქუჩა”

,,ლამაზი ეზო”

,,ლამაზი აივანი”

,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო”

,,ლურჯი ნაკადული"

აღნიშნული კონკურსის ნომინაციაში ,,სუფთა სოფელი"-ს გამარჯვებული გახდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ლესიჭინე.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2023 წლის 28 აპრილს ქალაქ თბილისში, თბილისის საკრებულოს შენობაში.

კონკურსში გამარჯვებულ სოფელთან ერთად, გაწეული აქტიურობისთვის სიგელით ჯილდოვდება თამთა ჭითანავა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ხე and ტექსტი გამოსახულება

 

გააზიარე