სოციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

3 May, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად მერი დათო გოგუა დაესწრო. სხდომაზე მოქალაქეების განცხადებები განიხილეს, რომელიც სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს, ასევე პროგრამულ დახმარებებს შეეხებოდა. კომისიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაფინანსება მიიღო 7-მა მოქალაქემ, 6-ზე გაიცა ერთჯერადი ფულადი დახმარება. ფულადი დახმარება მიიღო ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა 2 -მა მოქალაქემ ( თითოეულმა 5 000 ლარი), ერთ-ერთი მათგანი კი ჩაერთო უსახლკაროთა დახმარების პროგრამაში, რომლის საფუძველზე, დამატებით, ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს. ფულადი დახმარება გაიცემა ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ომის მონაწილე და სამხედრო ძალების 32 ვეტერანზე. კომისიამ განიხილა აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარების პროგრამა, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამივე ვეტერანს 1000 – 1000 ლარი ჩაერიცხება. სოციალური კომისიის სხდომაზე მერიაში მოქმედი სხვა პროგრამებიც განიხილეს.

გააზიარე