შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

1 April, 2021

25 თებერვალს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრები სოფელ ზუმში, ხაბუმესა და მუხურში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ესწრებოდნენ.

ადგილობრივებმა პრიორიტეტად სოფელ ზუმში გარე განათების, საუბნო გზის, ცხაურების მოწყობა, წისქვილების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრისა და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა დაასახელეს.

ხაბუმეში მოსახლეობამ გარე განათების, საუბნო გზების, სკვერის, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, წისქვილების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა აირჩია.

მუხურში პრიორიტეტად მოსახლეობამ გარე განათების, მოსაცდელების, შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხების მოწყობა და წისქვილების რეაბილიტაცია დაასახელა.

,,სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.

 

გააზიარე