მუხური

 

მუხურის ადმინისტრაციული ერთეული
სოფელი მუხური ხობისწყლის ხეობის ზედა ნაწილშია გაშლილი. სამხრეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ხაბუმე და თაია, ხოლო დასავლეთით – ზუმი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალი. ისტორიული წყაროებით დადასტურებულია, რომ სოფლის მთიანეთში, კერძოდ ლუგელას ხეობაში, სადაც არსებობს კარსტულკი მღვიმეები და გამოქვაბულები, ადამიანს უხსოვარი დროიდან უცხოვრია, იქ ნაპოვნი ქვის იარაღები –ნაჯახი, ხელცულები, სატეხ–საჩორკნი ქვები, ნეოლითური ხანის ადამიანის ცხოვრების დამადასტურებელია. რომაელი სარდლის პომპეუსის ეგრესში ლაშქრობის აღსანიშნავად მუხურისა და თაიის ტერიტორიაზე გამავალ ბილიკს ხალხი დღესაც "პომპიას ბილიკს" ეძახის. შუა საუკუნეებსა და შემდგომ პერიოდში განვითარებული კულტურის არსებობაზე მეტყველებენ აქაური ისტორიული ძეგლები. მუხურის ყველაზე საინტერესო ბუნებრივი ძეგლია კარსტული მღვიმე "შურუბუმუ", რომელიც ლუგელას ხეობაში იღებს სათავეს და ათეულ კილომეტრზეა განვითარებული. სოფ. მუხურში დამსვენებელთა რაოდენობა 10000–მდე ადამიანს აღემატება, ძირითადად მყინვარული წარმოშობის ტბები: ,,ტობავარჩხილი“, ,,ცაშკიბული“ ,,შურუბუმუს მღვიმე“, ლუგელას ხეობა. ულამაზესი სანახავია მდინარეების „გვალაშარასა“ და „ღუნჯის“ ჩანჩქერები. ცნობილია "ლუგელას" მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები. მუხური ითვლება ქართული მეფუტკრეობის ერთ–ერთ ცენტრად. დღეის მდგომარეობით შექმნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საჯიშე ბაზა ლაბორატორიით.   სოფელ მუხურში არის პოეტ ლაშა გახარიას სახლ–მუზეუმი, სადაც ხშირად იმართება პოეზიის საღამოები. სოფელის მთლიანი ფართობი შეადგენს 3686 ჰექტარს. მოსახლეობა 3132, ამომრჩეველთა რაოდენობა არის  1918. სოფელში ფუნქციონირებს ერთი საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღში. სოფელში არის მოქმედი წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

იგორი თოლორდავა

საკონტაქტო ინფორმაცია
მობ: 599 85 65 91
E-mail:  igortolordava@gmail.com
სამუშაო გამოცდილება
განათლება
სპეციალისტები
  • თამაზ მოსიძე – მობ: 568930394
  • სოფიო ჯიქია – მობ: 568-22-02-04



 

გააზიარე