მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

30 იანვარი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი,მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია ესწრებოდნენ. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართება. შეხვედრები 7 თებერვლიდან დაიწყება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარია გამოყოფილი. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა მიმდინარე საკითხებზე.

გააზიარე