მოწყვლად ჯგუფებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცეს

30 April, 2021

✔ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცა. შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახლში ესტუმრა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა. სხვადასხვა სახის პროდუქტისგან შემდგარ სააღდგომო ნობათს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 120 ოჯახი მიიღებს.

გააზიარე