მერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

9 May, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამსახურის, ორგანიზაციების, ვეტერანთა საბჭოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა ობელისკი. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩხოროწყუში მცხოვრებ ვეტერანებს- შალვა შენგელიას, ვალიკო საჯაიასა და გიორგი ჩოკორაიას სახლში ესტუმრნენ და მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. გამარჯვების დღესთან ერთად, 93 წლის იუბილე მიულოცეს ერთ-ერთ ვეტერანს, სოფელ თაიაში მცხოვრებ ვალიკო საჯაიას და მხნეობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს მას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მათ საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მისალოცი ბარათები გადასცა ვეტერანთა სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელმა იოსებ თორიამ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანი ცხოვრობს, თითოეულს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად საბანკო ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა.

გააზიარე