მერმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ 94 მოსწავლეს სპეციალური ფორმები გადასცა

15 თებერვალი, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ , მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ 94 მოსწავლეს სპეციალური ფორმები გადასცა გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის შემდეგ სახეობებში: ფრენბურთში, მინი ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და მხიარული სტარტებში გაიმართა. საპრიზო ადგილებზე ქალაქ ჩხოროწყუს #1 ქალაქ ჩხოროწყუს #2 , მუხურის, კირცხის #1, ზუმის, ნაკიანის, ქვედა ჩხოროწყუს, ,ჭოღას საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. გამარჯვებული 12 გუნდი რეგიონულ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა

 

გააზიარე