მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

10 იანვარი, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს. შეაჯამეს გასული წლის მუშაობის შედეგები. მერმა სოფლის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ჩატარდება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები 5 თებერვლიდან დაიწყება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება. მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება ხორციელდება მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - მერის წარმომადგენლობებში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარი დაიხარჯება.შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

 

გააზიარე