მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებ

21 თებერვალი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მერი ადგილობრივებს სოფელ თაიაში სხვადასხვა უბანში შეხვდა. მათ საჭიროებებს გაეცნო და ადგილობრივებთან ერთად განიხილა პრობლემების დაძლევის გზები. მერი სოფელ თაიას ბიბლიოთეკაში შეხვდა ასევე ახალგაზრდებს და თაიას საბავშვო ბაღს ესტუმრა. ,,შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან მათი განწყობა განსაკუთრებული სიცხადით ჩანს, ისინი მადლიერებას გამოთქვამენ შესრულებული პროექტებისთვის, ასევე ღიად საუბრობენ არსებულ გამოწვევებზე. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ნათლად დამანახა ის საჭიროებები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. პრობლემების ნაწილი მოგვარებული გვაქვს, ხოლო დანარჩენის გადაჭრის გზები დასახული. შეხვედრაზე ჩვენს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრე. ახალგაზრდებმა საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გამიზიარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ -აღნიშნა დათო გოგუამ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში ეტაპობრივად გაიმართება.

 

გააზიარე