ქონების მართვის და ბუნებრივი რესურების საკითხების კომისიის სხდომა

25 მარტი, 2024

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და ბუნებრივი რესურების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნია ჭითანავა უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ა(ა)იპ - "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსათვის" სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანის შესახებ.

კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საკითხების საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანა.

 

გააზიარე