ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე მდებარე გარახა -ნაკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი რეაბილიტირდება

14 სექტემბერი, 2023

ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე მდებარე გარახა -ნაკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი რეაბილიტირდება.

აღნიშნული ხიდი ამორტიზებულია და მასზე გადაადგილება 10 ტონაზე მეტი სიმძიმის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში მდებარე საავტომობილო ხიდს, რომელიც დაზიანებულია და 3 ტონაზე მეტი სიმძიმის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეზღუდულია.

აღნიშნული ხიდების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ჩხოროწყუს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ინჟინერიუსის“ წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად აღნიშნული ხიდები დაათვალიერეს.

 

გააზიარე