ქალ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ

10 ოქტომბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სასათბურე მეურნეობის მოწყობის ,,საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ გაცნობის მიზნით, ფერმერებთან და დაინტერესებულ პირბთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 ქალ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ.

 თანადაფინანსება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 90%-ს, მაგრამ არა უმეტეს 25,000 ლარს შეადგენს.

 პროგრამა ითვალისწინებს არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობის თანადაფინანსებას.

 პროგრამა ხორციელდება ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

 პროგრამაში განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დაიწყება.

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge/programs/women-pilot-program

 

გააზიარე