გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

7 აგვისტო, 2020

დასრულდა სოფელ მუხურში , ლეთოლორდეს უბანში, 3 კმ.მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი,რაც ითვალისწინებდა ასფალტის პირველი ფენის დაგებას. პროექტი გარდამავალია და მეორე ეტაპი მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, , მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია დაესწრნენ. შეხვდნენ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნენ. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ახორციელებს.

 

გააზიარე