გამწვანების აქცია

7 April, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კირცხისა და ლეწურწუმეს მაჟორიტარი დეპუტატის შოთა წურწუმიას მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა-1“-ის თავმჯდომარის თამთა ჭითანავას ინიციატივით და კირცხის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სოფელ კირცხში გაიმართა გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც დაირგო 15 ძირი ნეკერჩხლი. პროექტის ფარგლებში კირცხის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდება მოხალისეობრივი კონკურსი ,,ჩემი ხე“. აღნიშნული კონკურსი იქნება ერთგვარი სტიმული, იზრუნონ ახალდარგული ხეებისთვის, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე საბოლოოდ უნდა მიიღოს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ფორმა. გამწვანების აქციის ბოლოს სიმბოლურად დაინთო კოცონი და მოეწყო პოეზიის საღამო, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს შოთა წურწუმიამ, გიორგი გულუამ, თამარ ჯაფარიძემ.

 

გააზიარე