დღეს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში მოსწავლეთა შორის, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა

7 მარტი, 2024

დღეს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში მოსწავლეთა შორის, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა. ღონისძიება შერეული, ოლიმპიური და წრიული სისტემით ჩატარდა. გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები ვაჟთა შორის: რაულ შენგელია,(აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა) ფრიდონ ქობალია, (ქ.ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლა) დავით პაპავა, (მუხურის საჯარო სკოლა) გოგონათა შორის გამარჯვებულები არიან : ანა ლემონჯავა, (ზუმის საჯარო სკოლა) მარიამ გიორგაშვილი, (ახუთის #1 საჯარო სკოლა) მაია პაჭკორია,(ზუმის საჯარო სკოლა) გამარჯვებულები დიპლომებითა და მედლებით მერის მოადგილე ვალერი თოდუამ სპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა. ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

გააზიარე