დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ბრეს საქართველოს ჩხოროწყუს რეაბილიტაცია-აბილიტაციის და დღის ცენტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

1 დეკემბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ბრეს საქართველოს ჩხოროწყუს რეაბილიტაცია-აბილიტაციის და დღის ცენტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც მოეწყო ასევე არტ კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩქოვანი სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. არტ კონკურსი - „ჩემი განსაკუთრებული სამყარო შენს ხელოვნებაში’’ განსაკუთრებული საჭიროებების პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ბრეს საქართველოს ორგანიზებით, მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წლამდე მოზარდებს შეეძლოთ. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ გადაეცათ შესაბამისი პრიზები. შეხვედრაზე ერთი წლის ანგარიშსა და სამომავლო განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

 

გააზიარე