დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შეხვდა

21 თებერვალი, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თითოეულ სოფელში მოსახლეობის მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებები, რომელიც მოსაწონებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება, საკრებულოს მიერ პროექტების დამტკიცების შემდეგ სამუშაოების განსახორციელებლად მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

 

გააზიარე