დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში შეხვდა

6 მარტი, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში შეხვდა. მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და პირველწყაროსგან გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილეს. ასევე, ითხოვეს წყალმომარაგებისა და გარე განათების პრობლემის მოგვარება. მერმა შესაბამის სამსახურებს შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების დროული მოგვარება დაავალა და აღნიშნა, რომ ჯუმითის უბანში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა უახლოეს პერიოდში მოუგვარდება, დაგეგმილია ასევე გარე განათების მოწყობა. მერი ასევე სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლას და საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ლეწურწუმეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში და სოფელ ლეწურწუმეს 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება ექნება. მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებს პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში ყველა სოფელში, უბნების მიხედვით მართავს.

 

გააზიარე