დღეს ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუას 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში გააცნეს

22 თებერვალი, 2024

დღეს ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუას 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში გააცნეს. ანგარიშის წარდგენას ასევე მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მ/შ თეა ტყებუჩავა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა. მერმა ახალგაზრდებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, გაეცნო მათ სამომავლო გეგმებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მიზანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება.

 

გააზიარე