ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს საჯარო სკოლა დღეს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

26 ოქტომბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს საჯარო სკოლა დღეს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს. ღონისძიებაზე ვრცლად ისაუბრეს სკოლის დაარსებიდან დღემდე არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებზე. სკოლას უახლოეს პერიოდში მისი დამაარსებლის -ილია დადიანის სახელი მიენიჭება.

საზეიმო ვითარებაში სკოლის დირექციამ ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელით დაჯილდოვა.

იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დათო გოგუამ სკოლის დირექციას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სიტყვით მიმართა, საიუბილეო თარიღი მიულოცა მათ, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

გააზიარე