ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

4 მარტი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს. მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს სამხედრო გაწვევის, აღრიცხვის და რეკრუტირების ჩხოროწყუს მუნიციპალური განყოფილების ახალი უფროსი ალექსანდრე ხორავა წარუდგინა. ალექსანდრე ხორავა 2014 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეით ბატალიონში კავშირგაბმულობის დაგეგმარების უფროსად მუშაობდა. მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან კი სამხედრო გაწვევის აღრიცხვის და რეკრუტირების ჩხოროწყუს მუნიციპალური განყოფილების უფროსია. შეგახსენებთ, რომ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

 

გააზიარე