ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

25 იანვარი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრეს. დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები 5 თებერვლიდან დაიწყება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. მერის წარმომადგენლებს დაევალათ ინფორმაციის მოძიება იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშნული პროგრამით. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

 

გააზიარე