ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლის გუნდებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს

4 მარტი, 2024

 2 მარტს ზუგდიდის მუნიცპალიტეტში გამართულ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ პირველობაში, რომელიც ბადმინტონში გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი ჩხოროწყუს რამინ დიხამინჯიას სახელობის №1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა, ხოლო გოგონათა შორის მეორე ადგილი ჩხოროწყუს ვახტანგ ფირცხელავას სახელობის №2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. პირველ ადგილზე გასული ქალაქ ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი დასავლეთ საქართველოს ზონალურ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელით იასპარეზებს. ვულოცავთ მიღწეულ შედეგს ჩხოროწყუს გამარჯვებულ გუნდებს და ვუსურვებთ შემდგომ წამატებებს.

 

გააზიარე